Quantcast
Channel: დღიური »ჭიქა
Viewing all articles
Browse latest Browse all 3

>ჩემი ჭიქები

$
0
0

>
ცნობილია, რომ დედამიწაზე 10 კატეგორიის ხალხი არსებობს: ისინი, ვინც იცის ორობითი სისტემა და ისინი, ვინც არ იცის.

ან: კატების და ძაღლების მოყვარულები.
ან: ჰეტერო- და ჰომოსექსუალები.
ან: მიშისტები და ზვიდარასტები.
რა თქმა უნდა, ამ სიის გაგრძელება დაუსრულებლად შეიძლება. უბრალოდ იმის აღნიშვნა მინდა, რომ ბევრნაირი კატეგორიის ხალხი არსებობს, და მათი კლასიფიცირება კიდევ უამრავი ნიშან-თვისების მიხედვით შეიძლება.

მეც და თქვენც – ყველანი ვექვემდებარებით ამ კლასიფიცირებას ჩვენი საქციელის, ჩვევების, გემოვნების თუ ნებისმიერი სხვა რამის მიხედვით.

ორი წლის წინ დავწერე სტატუს-პოსტი, სადაც შევეცადე, აღმეწერა საკუთარი თავი. რაღა თქმა უნდა, ბევრი ცვლილება შევიდა მას შემდეგ ამ სტატუსში, მაგრამ ახლა ერთ ასპექტზე მინდა გავამახვილო ყურადღება: მე ჭიქების მანიაკი ვარ. ყავის ჭიქების! (აბა ჩაის არ ვსვამ და…)

ნუ იფიქრებთ, რომ რამე კოლექციას ვაგროვებ. უბრალოდ, ბევრი ყავის ჭიქა მაქვს და ყველა ამ ჭიქიდან ვსვამ ყავას. ერთი – სამსახურში, სამი – სახლში, ერთიც მშობლებთან, ერთიც – მამიდასთან. პლიუს, თითო-თითო რამდენიმე მეგობართან.

ანუ საბოლოო ჯამში მაქვს 5 ყავის ჭიქა პირად საკუთრებაში, პლიუს რამდენიმე ე. წ. ”პაჭოს ჭიქა”. რაც მთავარია, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვაქცევ იმას, რომ არავინ არ ისარგებლოს ამ ”ჩემი” ჭიქებით (ერთი განსაკუთრებული ადამიანის გარდა) :)

ხო, მაქვს კიდევ ლუდის კათხები. 2 შუშის და ერთი თიხის (საჩუქარი პრაღიდან).

კიდევ მაქვს დანა, ჩანგალი და კოვზი, მაგრამ ჭიქებთან ვერაფერი ვერ მივა.
ყავის ჭიქების ხელშეუხებლობა – უპირველეს ყოვლისა!

თქვენც გექნებათ მსგავსი ”მანიაკალურ-თქვენი” ნივთები, დარწმუნებული ვარ.

პოსტი შთაგონებულია თანამშრომლის მიერ, რომელმაც სცადა, ჩემი ჭიქიდან დაელია ყავა.


Tagged: ბლოგი, კოლექცია, მანია, საკუთრება, ყავა, ჭიქა

Viewing all articles
Browse latest Browse all 3

Latest Images

Trending Articles





Latest Images